კორონავირუსით კიდევ 79 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 128 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 611 პაციენტი. გარდაიცვალა 79 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 532 171 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 468 917, გარდაიცვალა 7 028 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google