საქართველოში მოსახლეობის 11.6% სრულად ვაქცინირებულია
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 25 აგვისტოს აიცრა 26 700 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 1 065 848 აცრა.
ერთი დოზით ვაქცინირებულია 734 112 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 25.7%. სრულად ვაქცინირებულია 331 736 - მოზრდილი მოსახლეობის 11.6%.
ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის საჭიროა აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის 60% მაინც.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რომ ბოლო ხანს ვაქცინაციის ტემპი გაიზარდა, მაგრამ ჯერ კიდევ არასაკმარისია, რადგან ეპიდემიის გავრცელების შესაფერხებლად აუცილებელია დღეში 40 ათასამდე აცრის გაკეთება. საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "ასტრაზენეკას", "სინოფარმის" და "სინოვაკის" ვაქცინებით.

| Print |
FaceBook Twitter Google