კახეთში კორონავირუსით კიდევ 361 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 128 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1540 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 494, იმერეთში - 462, ქვემო ქართლში - 312, შიდა ქართლში - 274, გურიაში - 119, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 334, კახეთში - 361, მცხეთა-მთიანეთში - 102, სამცხე-ჯავახეთში -99, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 31.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 200 საიდანაც: 7 357 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მძიმე პაციენტია 1 563. კლინიკურ–სასტუმროებში მოთავსებულია 3 348. მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე 45 495 პირი გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 129 ადამიანი. თვითიზოლაციაში 55 879 ადამიანი იმყოფება.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 532 171-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 468 917 გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 028 პირი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google