26 წლის მელოგინე ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა
ქუთაისის კლინიკა "ბომონდში" 26 წლის მელოგინე ქალი გარდაიცვალა, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

კლინიკის ინფორმაციით, თეა ბარამიძეს ვირუსი 14 აგვისტოს დაუდასტურდა. 35 კვირის ორსულს საკეისრო კვეთა ბათუმში ჩაუტარდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ის ქუთაისში გადაიყვანეს.

კლინიკა "ბომონდში" შეყვანისას მას ფილტვის ქსოვილის 23%-იანი დაზიანება და სუთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა,- უთხრეს რადიო თავისუფლებას კლინიკაში. ახლადნამშობიარები ქალი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ ყოფილა.

| Print |
FaceBook Twitter Google