რთველის საკოორდინაციო შტაბში 80-მდე კომპანია დარეგისტრირდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რთველის მოახლოებასთან ერთად, საკოორდინაციო შტაბში ღვინის 80-მდე კომპანია უკვე დარეგისტრირდა.
რთველში ჩართვის მსურველ კომპანიებს რეგისტრაცია ონლაინ, ვებ გვერდის www.wine.gov.ge მეშვეობით შეუძლიათ.

უწყების ინფორმაციით, წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათასამდე ტონას აღწევს. ყურძნის მოსავლის გადამუშავების პროცესში ღვინის 250-მდე კომპანია ჩაერთვება. ყურძნის გადამუშავება განხორციელდება მხოლოდ სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული სასწორით აღჭურვილ საწარმოებში.

მიღებული და გადამუშავებული ყველა ჯიშის ყურძენს რთველის საკოორდინაციო შტაბის მიერ მივლენილი ოპერატორი აღრიცხავს, რაც ყურძნის ხარისხის კონტროლს და მიკვლევადობას მაქსიმალურად უზრუნველყოფა.

| Print |
FaceBook Twitter Google