კახეთში კოვიდინფიცირების კიდევ 174 შემთხვევა დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 915 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 727 კვლავ თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში – 247, იმერეთში – 180, ქვემო ქართლში – 88, შიდა ქართლში – 140, გურიაში – 72, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 171, კახეთში – 174, მცხეთა-მთიანეთში – 32, სამცხე-ჯავახეთში – 53, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 31.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 21 411 კვლევა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 305, PCR ტესტით – 9 106. 29 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.44% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.04%.

| Print |
FaceBook Twitter Google