პატიმრების 66% ერთხელ ვაქცინირებულია - თამარ გაბუნია
ერთხელ ვაქცინირებული არის პატიმრების 66%, ორჯერ ვაქცინირებული 55%-ზე მეტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა 80%-ზე მეტი ერთხელ ვაქცინირებულია და დაახლოებით 62%-ია ორჯერ ვაქცინირებული.
როგორც თამარ გაბუნია აცხადებს, ასეთი ვაქცინაციის პირობებში, ინფექციის გადაცემის ალბათობა საკმაოდ დაბალია.

„ჩვენ უკვე მაისის ბოლოდან ვმუშაობთ პენიტენციურ სისტემაში ვაქცინაციის პროცესზე. ერთხელ ვაქცინირებული არის პატიმრების 66%, ორჯერ ვაქცინირებული 55%-ზე მეტი. რაც შეეხება თანამშრომლების ვაქცინაციას, მათი ვაქცინაცია აპრილის ბოლოდან დაიწყო. თანამშრომლების 80%-ზე მეტია ერთხელ ვაქცინირებული და დაახლოებით 62%-ია ორჯერ ვაქცინირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ამგვარი ვაქცინაციის პირობებში, ინფექციის გადაცემის ალბათობა საკმაოდ დაბალია.

იყო გარკვეული შემთხვევები, ჩვენთვის ცნობილია, ამისთვის მოხდა კლინიკის მობილიზაცია, რომ თუკი საჭიროება დადგება, მოხდეს პატიმრების გადმოყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში და იქ მოხდეს მათი მკურნალობა. სიტუაცია სრულად კონტროლირებადია. ჩვენ რაიმე განსაკუთრებული საჭიროება პენიტენციურ სამსახურთან მიმართებით არ გვაქვს“,-განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google