პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ და ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი- თამარ გაბუნია
არის სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები, პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ და ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი, მაგრამ აქ მთავარია ის, თუ რამდენად სწრაფად მოხდება ეს დაღმასვლა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, ამ მაჩვენებლის კლებას გარკვეული პერიოდი სჭირდება.
„დაახლოებით 2 კვირა არის ის პერიოდი, როცა შემთხვევების სტაბილიზაციას მოჰყვება გარდაცვალების მაჩვენებლის სტაბილიზაცია. ჩვენი მოლოდინი ისეთია, რომ ოქტომბრის დასაწყისი უნდა იყოს მშვიდი, თუმცა მანამდე საკმაოდ სერიოზული პერიოდის გავლა მოგვიწევს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

| Print |
FaceBook Twitter Google