კოვიდვაქცინის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 7 პირი დააკავეს
კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის
დამზადება-გასაღების ფაქტზე 7 პირი დააკავეს. ამის შესახებ
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული
სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის
დამზადება-გასაღების ფაქტზე 7 პირი დააკავეს.გამოძიებით დგინდება, რომ
აღნიშნული პირებიდან ოთხმა ბრალდებულმა, 350 ევროს სანაცვლოდ შემდგომი
გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ
19-ის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი
საბუთი, ხოლო სამმა პირმა 400 ლარის სანაცვლოდ შემდგომი
გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ
19-ის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი
ყალბი საბუთი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის
პირველი ნაწილით მიმდინარეობს.გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - აღნიშნულია
გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები