14 წლამდე ბავშვებში ინფიცირების 15%-იანი მაჩვენებელი გვაქვს - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 19 წლამდე ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 20%-ა, 14 წლამდე ბავშვებში მაჩვენებელი 15%, ხოლო 14-19 წლამდე ბავშვებში 5%-ია.

„მსოფლიოს მასშტაბით ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ არის ერთიანი პოზიცია. როგორც წესი, 12 წლიდან ასაკის ბავშვებში მხოლოდ ორ ვაქცინას აქვს მიღებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია – ეს არის „ფაიზერი“ და „მოდერნა“. ამ აცრებით ბავშვებში ვაქცინაცია დაწყებულია კანადაში, აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში.

სკანდინავიის ქვეყნებში ამასთან დაკავშირებით სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობს. ასევე ამ საკითხს განიხილავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც. მათი წინადადება ამ ეტაპზე არის, რომ ვაქცინაცია შესაძლებელია მხოლოდ გარკვეულ ჯგუფებზე კონკრეტული ჩვენებებით ანუ სადაც არის განსაკუთრებული საფრთხე და თანმხლები დაავადებები. რამდენიმე მსგავსი შემთხვევა ჩვენც გვქონდა – თუ არ ვცდები, 12-დან 15 წლამდე 10-მდე ბავშვი ავცერით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google