ჟანგბადის მოხმარების ინტენსივობა ძალიან გაზრდილია - თამარ გაბუნია
ჟანგბადის მოწოდებისა და მოხმარების ინტენსივობა არის ძალიან გაზრდილი. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს და სხვადასხვა ქვეყნიდან ხდება ჟანგბადის იმპორტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ლოჯისტიკური პროცესი ძალიან რთულად მიმდინარეობს.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველა უწყება მაღალი დატვირთვით მუშაობს, ჯერჯერობით კლინიკებს ჟანგბადის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა არ შექმნიათ. ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ ჟანგბადის რაციონალური მოხმარების რეკომენდაციები გამოიყენონ, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს, ვინაიდან იყო შემთხვევები, როდესაც ჟანგბადის სისტემა იყო გახსნილი, ჟანგბადი იკარგებოდა და პაციენტი მას ვერ იყენებდა. იმისათვის, რომ მსგავსი ხარვეზები აღმოიფხვრას, ჩვენ მუდმივად ვუკავშირდებით კლინიკებს“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google