სოფელ ვაზისუბანში ახალგაზრდა ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 18 წლის ბიჭმა, თორნიკე ჭილაშვილმა თავი ჩამოიხრჩო.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც ვაზისუბნის რწმუნებული, ზურაბ სოლომნიშვილი speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, შემთხვევა გუშინ მოხდა. სამართალდამცავები უკვე იმყოფებოდნენ ადგილზე და თორნიკეს მიერ დატოვებული წერილიც ნახეს.

„ზუსტად არ ვიცი რა ეწერა წერილში, მაგრამ ემშვიდობებოდა ახლობლებს და წერდა ზოგადად, რომ ხალხის სიყალბისგან დაიღალა. ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო.“ - ამბობს ზურაბ სოლომნიშვილი.

თორნიკე ჭილაშვილი კოლეჯ აისის სტუდენტი იყო და კულინარიის ფაკულტეტზე სწავლობდა.

როგორც კოლეჯის დირექტორი, მალხაზ ასლამაზაშვილი ამბობს, გარდაცვალების დეტალები მათთვის უცნობია.
„თვენახევარია ეს ბავშვები საზაფხულო არდადეგებზე არიან, თუმცა, ჩემი სამსახურის თანამშრომლები იკვლევენ, რომ გაიგონ რაშია საქმე.“

კოლეჯი აისი ფეისბუქის გვერდზე მომხდარის გამო მწუხარებას გამოხატავს და თორნიკე ჭილაშვილის ვიდეოს აქვეყნებს.



| Print |
FaceBook Twitter Google