კორონავირუსით კიდევ 60 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 449 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 313 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 236 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 571 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 570 493-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.73%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.69% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.69%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 668 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 527 337.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 977 პირი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google