ყვარელში „საქართველოს ბანკში“ შეირაღებული პირი შეიჭრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყვარელში ჭავჭავაძის ქუჩაზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ხელყუმბარით შეირაღებული პირია შეჭრილი. ადგილზე იმყოფებიან თანამშრომლებიც, რომელთაგან რამდენიმემ თავის დაღწევა მოახერხა

უწყების ინფორმაციით, თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.

| Print |
FaceBook Twitter Google