კახეთში უნალექო ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციიტ, დღეს კახეთში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა + 25 გრადუსამდე გათბება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში იწვიმებს, დღის განმავლობაში +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. გურჯაანში გამოიდარებს. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +23 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / მინდი /