„ქართული ოცნება“ კვლევის შედეგებს აქვეყნებს
„ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კვლევები გაასაჯაროვა, რომლის თანახმად, მმართველ პარტიას 48,6%-იანი მხარდაჭერა აქვს.

დანარჩენი შედეგები კი ასე გადანაწილდა:

ენმ – 27,1%
„საქართველოსთვის“ – 5,8%
„გირჩი მეტი თავისუფლება“ – 3,4%
„მოქალაქეები“ – 2,6%
„პატრიოტთა ალიანსი“ – 2,4%

„მესამე ძალა“ – 2.3%
„ლელო“ – 2,3%
„ლეიბორისტული პარტია“ – 1,2%
„გირჩი“ – 1,1%
„ევროპული საქართველო“ – 1,1%
სხვა – 2,1%

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშოები 4-8 სექტემბერს ჩატარდა, კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2 975 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 83.8 %-მა დაასახელა.


| Print |
FaceBook Twitter Google