საქართველოში სრულად ვაქცინირების მაჩვენებელი 20%-ს მიუახლოვდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 9 სექტემბერს კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 24 325 ადამიანი.

15 მარტიდან გაკეთებულია 1 433 296 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 879 384 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 30.8%. სრულად ვაქცინირებულია 553 912 - მოზრდილი მოსახლეობის 19.4%.

ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტისთვის საჭიროა, აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის 60% მაინც. საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით.

| Print |
FaceBook Twitter Google