გახარიას პარტიამ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის კანდიდატურა დაიწუნა
გურჯაანის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ფრაქცია „ქართული ოცნება- რესპუბლიკელების“ ყოფილმა წევრმა ავთანდილ ზარდიაშვილმა პარტია „საქართველოსთვის“ დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, მას პარტიის წევრებთან უთანხმოება ჰქონდა, თუმცა თვითონ ამას არ ადასტურებს და არც ოფიციალურ კომენტარს აკეთებს.
როგორც პარტიაში „საქართველოსთვის“ განაცხადეს, ავთანდილ ზარდიაშვილს მაჟორიტარი დეპუტატობა სურდა, თუმცა თავისი ხედვები ვერ წარადგინა, რის გამოც კანდიდატთა სიაში არ შეიყვანეს და ამის გამო პარტია დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ზარდიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 2012 წელს დაინიშნა.

| Print |
FaceBook Twitter Google