ყვარელში “საქართველოს ბანკზე”თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის ყვარლის ფილიალზე თავმდამსხმელს, 49 წლის შალვა მელიქიშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, პატიმრობის გამოყენების თაობაზე. ბრალდების მხარემ საკუთარი პოზიცია, ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედებით, მტკიცებულებების განადგურებით და მიმალვის საფრთხით ახსნა.


ბრალდებული თელავის რაიონული სასამართლოდან პირდაპირ გლადანის მე- 8 დაწესებულებაში რამდენიმე წუთის წინ გადაიყვანეს. წინა სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323- ე და 329- ე მუხლებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, შალვა მელიქიშვილი საქართველოს ბანკის ყვარლის ფილიალში, 9 სექტემბერს შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

| Print |
FaceBook Twitter Google