ვისაც უფასოდ ეკუთვნოდა, ყველასთვის ისევ უფასოა - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ 12 სექტემბრიდან სწრაფი და PCR ტესტები ფასიანი გახდა.

“ტყუილია, დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. მთავრობის განკარგულება არსებობს, ვის ეკუთვნოდა უფასოდ, ყველასთვის ისევ უფასოა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google