კორონავირუსით კიდევ 48 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 946 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4351 პაციენტი. გარდაიცვალა 48 ადამიანი

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 581 815 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 545 961, გარდაიცვალა 8 233 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google