კახეთში კორონავირუსით კიდევ 95 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 946 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი- 324 თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 120, იმერეთი - 133, ქვემო ქართლი - 38, შიდა ქართლი - 36, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 99, კახეთი - 95, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 16.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 595 საიდანაც 6 186 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 583, აჭარაში - 714, იმერეთში - 1 076.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 419 პირი, მათ შორის, თბილისში - 576, აჭარაში - 170, იმერეთში - 351. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში - 209, აჭარაში - 35, იმერეთში - 25.

1 611 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 924 - თბილისში, 404 - აჭარაში. 19 798 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 85 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 81, ხოლო აჭარაში - 4. თვითიზოლაციაში იმყოფება 24 097 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google