ბოლო 6 თვეში კორონაგადატანილებს კონფერენციებზე ვაქცინაციის ცნობა აღარ დასჭირდებათ
პირებს, რომლებსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კოვიდ
19, კონფერენციებსა თუ სხვა ტიპის ღონისძიებებზე დასასწრებად
ვაქცინაციის ცნობა, ან ტესტის უარყოფითი პასუხი აღარ დასჭირდებათ.
შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
„არსებული რეგულაციებით, სხვადასხვა ღონისძიებებზე (მაგ: როგორიცაა
კონფერენციები, ტრენინგები, სპორტული შეჯიბრებები და ა.შ)
დასასწრებად, მოქალაქე ვალდებულია, წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა, ან
72-საათში ჩატარებული PCR-ტესტის ან 24-საათში ჩატარებული
ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი. საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ
კატეგორიას ემატებიან ის პირები, რომელთაც ბოლო 6 თვის განმავლობაში
გადატანილი აქვთ კოვიდ-19. აღნიშნული 6 თვე აითვლება კოვიდის
ლაბორატორიულად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ“, - განაცხადა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის
უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების
შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები