სტუდენტებს ვაქცინაციის ცნობის ან PSR-ის პასუხის წარდგენა მოეთხოვებათ
სტუდენტებს, რომლებიც მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს გადიან არადისტანციურად, მოეთხოვებათ წარადგინონ ვაქცინაციის ცნობა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აცრის დამადასტურებელი მოწმობის საპირწონედ, სტუდენტს შეუძლია წარადგინოს საკუთარი ხარჯით, კვირაში ერთხელ ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ან 6 თვის მანძილზე გადატანილი კოვიდის შესახებ ცნობა.

| Print |
FaceBook Twitter Google