კახეთში სტიქიით დაზარალებულების განცხადებების მიღება დაიწყო
კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციის გასაცემად, განცხადებების მიღება დაიწყო. დაზარალებულმა გლეხებმა სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონულ სამსახურსა და მუნიციპალურ ცენტრებს უნდა მიმართონ.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დაზარალებული პირი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.

“განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ვენახის დაზიანების შესახებ, ვენახის კოდს ვენახის მფლობელის სახელს, გვარს, პირად ნომერს და საკონტაქტო ინფორმაციას. ერთჯერადი დახმარების მისაღებად, ფიზიკურ პირს სეტყვით დაზიანებული ვენახი რეგისტრირებული უნდა ჰქონდეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სისტემაში.”

შეგახსენებთ, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც 26 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ, თელავის, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპლიტეტებში , მსხმოიარე ვენახები დააზიანა.


სტიქიით დაზარალებულმა პირებმა შესაბამისი განაცხადი მუნიციპალურ ცენტრებში, 20 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ.

| Print |
FaceBook Twitter Google