დღეს აცრილი მოქალაქეებისთვის ლატარიის პირველი გათამაშება გაიმართება
აცრილი მოქალაქეებისთვის ლატარიის პირველი გათამაშება დღეს - 12:00 საათზე გაიმართება. გათამაშების საპრიზო ფონდი სამ მილიონამდე ლარია.


ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიით ფულადი ჯილდო ყოველდღიურად გათამაშდება, მოგებულებს კი პრიზის შესახებ ტელეფონზე შეტყობინება მიუვათ.
ყოველდღიურად გათამაშდება 100-დან 500 ლარამდე ჯილდო, ყოველკვირეულად 1 000, 1 500 და 5 000, ხოლო წლის ბოლოს - 100 000 ლარი. გამარჯვებულებს პროგრამა ავტომატურად, ერთიანი ბაზიდან, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოავლენს. ყოველდღიურ გათამაშებაში გამარჯვებულს მოგების შანსი ყოველკვირეულ გათამაშებაშიც ექნება, მას წლის ბოლოს მთავარი ჯილდოს მოგების შესაძლებლობაც აქვს.

გათამაშებაში მონაწილეობას ავტომატურად მიიღებენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ერთი დოზით მაინც არიან აცრილი, ან მომავალში აიცრებიან.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აცრა / ლატარია /