დღეის მონაცემებით კახეთში 100 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 100 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის მესამედია.

უწყების ცნობით, ცნობით, დღიურად დაახლოებით 10 000 ტონა ყურძენს ამუშავებენ. ეს ნიშნავს, რომ რთველი უმაღლეს ფაზაშია. კახეთში მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციით 90 მლნ-მდე ლარის შემოსავალი უკვე მიიღეს.

ამ ეტაპზე მოსავალს აბინავებენ დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / რთველი /