არ ველოდებით, რომ მეხუთე ტალღა ისეთივე მძიმე იქნება, როგორიც მეოთხე - ივანე ჩხაიძე
არ ველოდებით, რომ მეხუთე ტალღა ისეთივე მძიმე იქნება, როგორიც მეოთხე, მაგრამ მოსალოდნელია, რომ შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატებს. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა,  ფეხმძიმეებს, როგორც კორონავირუსის, ასევე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ.

„ორსულები პრიორიტეტული ჯგუფია და მათში როგორც კორონავირუსის, ასევე გრიპის საწინააღმდეგო ვაქციანაცია უნდა ჩატარდეს. არ ველოდებით, რომ მეხუთე ტალღა ისეთივე მძიმე და სერიოზული იქნება, როგორიც მეოთხე, მაგრამ მოსალოდნელია შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს. მთავარია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი შევინარჩუნოთ“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google