გურჯაანში ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა
11-12 სექტემბერს გურჯაანში კურორტ „ახტალის “ ტერიტორიაზე პარტია "საქართველოსთვის" ორგანიზებით, გურჯაანელი ფეხბურთელის, გოჩა ბაწაშვილის სახელობის ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა.

ტურნირში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის ხუთი გუნდი იღებდა, რომელშიც სხვადასხვა თაობის ფეხბურთელები იყვნენ გაერთიანებული.
„ჩატარდა ორდღიანი ტურინირი ფეხბურთში, რომელშიც გურჯაანის „ალაზანმა“ გაიმარჯვა. ჩვენი გუნდის მიზანია ღირსეული და დამსახურებული ადამიანების მაგალითზე აღიზარდოს მომავალი თაობა.“- აღნიშნა პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა, ოთარ წიკლაურმა.

| Print |
FaceBook Twitter Google