კორონავირუსით კიდევ 60 პაციენტი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ვირუსისგან 2 829 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა კიდევ 60.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 587 551 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 551 780, გარდაიცვალა 8 347 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google