ეს არის პირდაპირ შეთქმულება სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ- ირაკლი ღარიბაშვილი
რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ შეთქმულება სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული მასალები.

„ეს არის შეთქმულება ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციისა და სააკაშვილის მიერ. სამწუხაროდ, იკვეთება სხვა მოღალატეების კვალიც. ეს არის პირდაპირი მტრობა ეკლესიისა და მღვდელმთავრების წინააღმდეგ. მცდელობა მათი დისკრედიტაციის, ეს არის შეთქმულება ჩვენი სახელმწიფს წინააღმდეგ, რაც არის დაუშვებელი და სახელმწიფო კანონის სახელით გასცემს პასუხს და ყველას და ყველაფერს სახელს დაარქმევს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google