კახეთში ტემპერატურა +34 გრადუსამდე გათბება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში უმეტესად უნალექო და მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსამდე გათბება.

ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში კი იწვიმებს, დღის განმავლობაში +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი.
უნალექო დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე +33 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /