ბაისუბნის ამბულატორიაში ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის ამბულატორიაში, ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა.

დამატებითი ცენტრი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ბაისუბნის,ფონისა და კაბლის თემში შემავალ, 12 სოფლის მოსახლეობას მოემსახურება. ვაქცინაციის ცენტრში, ადგილობრივების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით, სინოფარმითა და სინოვაკით აცრა, უკვე დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის კაბინეტები უკვე მოწყობილია ცოდნისკარისა და აფენის თემშიც.

| Print |
FaceBook Twitter Google