გიორგი გახარიას არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაუდასტურდა
ვენის წამყვანი ჰოსპიტლის დასკვნით, გიორგი გახარიას არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.

„ექსპერტიზა ჩატარდა ქალაქ ვენის წამყვან ჰოსპიტალში RUDOLFINERHAUS 2021 წლის 14 სექტემბერს. ექპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიამ გაიარა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ნებაყოფლობითი შემოწმება სისხლისა და შარდის ანალიზებით. გამოკვლევა ჩატარდა ავსტრიაში დადგენილი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად.დეტალური კვლევების შედეგებით, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დასტურდება.დოკუმენტის გაცემის თარიღია - 2021 წლის 16 სექტემბერია”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ 6 სექტემბერს ნარკოტესტი გაიკეთა და განაცხადა, რომ "ყველანაირად სუფთაა".ნარკოტესტის გაკეთებისკენ კახა კალაძემ მის კონკურენტებს, თბილისის მერობის სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა.

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა. ამიტომ მან ნარკოტესტი ევროპაში საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩაიტარა.

| Print |
FaceBook Twitter Google