კახეთში კორონავირუსით კიდევ 220 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 997 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 692 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 124, იმერეთში - 292, ქვემო ქართლში - 137, შიდა ქართლში - 154, გურიაში - 52, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 199, კახეთში - 220, მცხეთა-მთიანეთში - 56, სამცხე-ჯავახეთში - 41, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 30.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 197 საიდანაც 5 492 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 163, აჭარაში - 582, იმერეთში - 1 044.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 264 პირი, მათ შორის, თბილისში - 487, აჭარაში - 138, იმერეთში - 333. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 345 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 27, იმერეთში - 30. 1 241 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 721 - თბილისში, 321 - აჭარაში. 20 464 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 1.
თვითიზოლაციაში იმყოფება 21 479 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google