ლაგოდეხში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სამართალდამრღვევმა, არალიცენზირებული ფართობიდან უკანონოდ მოიპოვა 3 კუბური მეტრი ოდენობის ინერტული მასალა (ქვა) და განათავსა ავტომანქანაში.

ავტომანქანა დაილუქა. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.

| Print |
FaceBook Twitter Google