უახლოეს დღეებში გადაწყვეტილება იქნება მიღებული 12-16 წლამდე ასაკის ბავშების ვაქცინაციასთან დაკავშირებით – ივანე ჩხაიძე
უახლოეს დღეებში იმუნიზაციის საბჭო შეიკრიბება და რაღაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული 12-16 წლამდე ასაკის ბავშების ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს წევრმა ივანე ჩხაიძემ გადაცემა განაცხადა.

„ეს საკითხი განხილვაშია. თეორიული მოსაზრებები, კვლევების შედეგები, ჯანმო-ს მოსაზრებები, ტექნიკური რჩევების ეროვნული ჯგუფის მიერ უკვე წარდგენილია იმუნიზაციის საბჭოს წინაშე.განიხილება მხოლოდ „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში იმუნიზაციის საბჭო შეიკრიბება და რაღაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული 12-16 წლამდე ასაკის ბავშების ვაქცინაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google