კახეთში კორონავირუსით 71 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 662 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 252 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში – 68, იმერეთში – 102, ქვემო ქალრთლში – 40, შიდა ქართლში – 20, გურიაში – 9, სამეგრელო–ზემო სვანეთში – 78, კახეთში –71, მცხეთა–მთიანეთში – 10, სამცხე–ჯავახეთში –10, რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში–2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიურ შემთხვევათა რაოდენობაა 23 795, საიდანაც: 5 445 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მძიმე პაციენტია 1 253 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 320. 1 036 პირი მოთავსებულია კლინიკურ–სასტუმროებში. 17 314 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება 20 475 ადამიანი.

39 პირია მოთავსებული საკარანტინე სივრცეებში. სულ 6 ოქტომბრიდან 19 სექტემბრამდე პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 25 157 პირი.

| Print |
FaceBook Twitter Google