კახეთში 148 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 20 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 148 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.

უწყების ინფორმაციით, გადამუშავებული ყურძნიდან 87 ათას ტონამდე რქაწითელია, 52 ათას ტონამდე საფერავი, 3 ათას ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყურძნის გადამუშავების პროცესში რთველის დაწყებიდან დღემდე 185 დიდი, მცირე და საშუალო ღვინის საწარმო იყო ჩართული.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / რთველი /