ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს - აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.

გადაწყვეტილება მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა. შემდეგი სასამართლო სხდომა 15 ნოემბერს ჩაინიშნა. ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად 18 სექტემბერს გამოაცხადა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.

| Print |
FaceBook Twitter Google