გურჯაანის ბაგა-ბაღებში სასურსათო კალათების გაცემა დაიწყო
გურჯაანის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასურსათო კალათების გაცემა დღეიდან დაიწყო. 2000-მდე აღსაზრდელი 10 დასახელების პროდუქტს მიიღებს.

სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელის ლელა თევდორაშვილის განცხადებით, სასურსათო კალათების გაცემა კოვიდრეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.
„ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სააღმზრდელო პროცესი ოთხ ოქტომბრამდე გადაიდო. მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციტივით, მივიღეთ გადაწყვეტილება , რომ ე.წ „იძულებითი არდადეგების“ პერიოდში აღსაზრდლებისთვის გადაგვეცა სასურსათო კალათები. სულ შემოვიტანეთ ათი სახეობის პროდუქტი, რომელიც დაბალანსებულია ხორცპროდუქტებით, რძის ნაწარმით, ბურღულეულით, ბოსტნეულით და ა.შ. თითოეული პაკეტის ღირებულება 45 ლარამდეა. გამზადდა სულ 1950 პაკეტი და ამისთვის დაახლოებით 85 ათსი ლარი გაიხარჯა. ეს ის თანხაა რომელიც სააღმზრდელო პროცესის განახლების შემთხვევაში უნდა გახარჯულიყო. სასურსათო კალათების გადაცემა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. პროდუქტები 37-ვე ბაღში გადანაწილდება.“

მისივე თქმით, თუ სააღმზრდელო პროცესი ოთხი ოქტომბრიდან არ განახლდა, სასურსათო კალათების გადაცემაზე კიდევ იმსჯელებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google