კახეთში კორონავირუსით კიდევ 319 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 470 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 705 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება : აჭარაში – 149, იმერეთში – 492, ქვემო ქალრთლში – 181, შიდა ქართლში – 161, გურიაში – 48, სამეგრელო–ზემო სვანეთში – 270, კახეთში –319, მცხეთა–მთიანეთში – 63, სამცხე–ჯავახეთში –60, რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში–22.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიურ შემთხვევათა რაოდენობაა 23 976, საიდანაც: 5 231 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მძიმე პაციენტია 1 199 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 310. 996 პირი მოთავსებულია კლინიკურ–სასტუმროებში. 17 749 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება 19 777 ადამიანი.

38 პირია მოთავსებული საკარანტინე სივრცეებში. სულ 6 ოქტომბრიდან 20 სექტემბრამდე პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 25 160 პირი.

| Print |
FaceBook Twitter Google