კახეთში 87 ათასი ტონა რქაწითელი და 52 ათასი ტონა საფერავია გადამუშავებული
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 148 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

გადამუშავებული ყურძნიდან 87 ათას ტონამდე რქაწითელია, 52 ათას ტონამდე საფერავი, 3 ათას ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

გადამუშავების პროცესში რთველის დაწყებიდან დღემდე 185 დიდი, მცირე და საშუალო ღვინის საწარმო იყო ჩართული. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმდებს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები რთველი / ყურძენი /