თელავში მიმავალი ნაფიცი მსაჯულები ავარიაში მოყვნენ
სამი ნაფიცი მსაჯული, რომელიც თბილისიდან თელავში ყოფილი პოლიციელის მიერ თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტის შემაჯამებელ სხდომაზე მიემგზავრებოდა, გომბორის გზაზე ავარიაში მოყვა.

წინასწარი ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯერ- ჯერობით უცნობია, ეს გავლენას მოახდენს თუ არა, პროცესის მსვლელობაზე.

შეგახსენებთ, ნაფიცი მსაჯულები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მომხდარ მკვლელობას განიხილავენ, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, პოლიციის სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა თელავის საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი სამსახურებრივი იარაღით ავტომობილში ჩაცხრილა.

| Print |
FaceBook Twitter Google