ავარიის დროს დაშავებული ნაფიცი მსაჯულები საავადმყოფოში გადაიყვანეს
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზარალებული ნაფიცი მსაჯულები, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. საავადმყოფოს ექიმების განმარტებით, სამივე პირს სამედიცინო კვლევები უტარდება.


შეგახსენებთ, რომ სამი ნაფიცი მსაჯული, რომლებიც თბილისიდან თელავში, საქმის განხილვაზე მიდიოდა, გომბორის უღელტეხილზე, ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა.

სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც თელავის რაიონულ სასამართლოში განიხილება, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობას ეხება.
განზრახ მკვლელობაში, თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, ვანო ზანდრაშვილია ბრალდებული.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარი / ტელავი /