გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება
მიმდინარეობს მსჯელობა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა მომავალი კვირიდან დაიწყოს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო 150 ათასი ვაქცინა შემოვა და რისკჯგუფი გაფართოვდება. კერძოდ, ქრონიკული ავადმყოფები, ბავშვები და აშ.

“გრიპზე პირველ რიგში, იცრებიან რისკჯგუფები. პირველი რისკჯგუფი ყოველთვის არის სამედიცინო პერსონალი, შემდეგ მსჯელობა იყო საბჭოზე და იქნებიან დიალიზზე მყოფები, ასევე ორსული ქალბატონები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოზების დაწესებულებებში განაწილება. ვფიქრობთ, მომავალი კვირიდან, დაახლოებით 1 კვირის ვადაში დავიწყებთ ამ პირველი პარტიიდან აცრებს. უნდა შევეცადოთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 ათასი დოზა ოქტომბერ-ნოემბერში იყოს ათვისებული“,- განმარტავს გამყრელიძე.

სახელმწიფომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 000 დოზა იყიდა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გრიპი / ვაქცინა /