პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის წამახალისებელი ღონისძიებები დაინერგება
ვმუშაობთ, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს მეტი წახალისება მივცეთ. განიხილება რამდენიმე მნიშვნელოვანი წამახალისებელი ღონისძიება, რომელიც ქვეყანაში უნდა დაინერგოს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, ქვეყანაში 1200 სოფლის ექიმია, მათი როლი კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიმდინარეობაში განსაკუთრებით დიდია.

„უფრო მეტად გააქტიურდება პირველადი ჯანდაცვა. სოფლებსა და რაიონებში, სოფლის ექიმები, კიდევ უფრო ახლოს მივლენ ადამიანებთან. გამსვლელი ბრიგადებიც მოიმატებს, უფრო გააქტიურდება ეს ყველაფერი.ვმუშაობთ, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს მეტი წახალისება მივცეთ. ვინც უბანზეა და ბენეფიციარებთან არის მიმაგრებული, გააქტიურონ მუშაობა. სოფლის ექიმის როლი განსაკუთრებით დიდია. მოგეხსენებათ, ძალიან სჯერა მოსახლეობას სოფლის ექიმის, ამიტომ სოფლის ექიმებთან მიმდინარეობს მუშაობა. თითოეულ რაიონში სოფლის ექიმმა უნდა იცოდეს, რამდენი ჰყავს უბანზე აცრილი და აცრის რა გეგმა აქვს, თუნდაც 2 თვის განმავლობაში. ვინც ეწინააღმდეგება ეცადოს, რომ დაარწმუნოს. მოგეხსენებათ, აცრა ნებაყოფლობითია და არა ძალდატანებითი. ჩვენც მეტად ვმუშაობთ, სხვადასხვა დიდ ჯგუფთან მქონდა ჩართვა. ვხვდები ერთ-ერთი დიდი ბანკის წარმომადგენლებს, ასევე გვექნება შეხვედრები სოფლის ექიმებთან.ქვეყანაში 1200 სოფლის ექიმია. თითოეულმა რომ სულ მცირე თავისი უბნის 70-80% აცრას ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. განიხილება რამდენიმე მნიშვნელოვანი წამახალისებელი ღონისძიება, რომელიც უნდა დაინერგოს ქვეყანაში“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

| Print |
FaceBook Twitter Google