ერისიმედში საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში ადიდებულმა მდინარე ბელექან-ჩაიმ კალაპოტი გაარღვია და საცხოვრებელი სახლები დატბორა.

წყალი, ოცამდე ადგილობრივის სარდაფებსა და საკარმიდამო ნაკვეთებშია შევარდნილი.წლითაა დატბორილი სოფლის კულტურის სახლი, ამბულატორია და საბავშო ბაღიც. ადგილზე დილიდან იმყოფებიან, სამაშველო სამსახურის და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც მოსახლეობას წყლის ამოტუმბვის სამუშაოებში ეხმარებიან.

| Print |
FaceBook Twitter Google