ახმეტაში აგრომაღაზია დაიწვა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში აგრომაღაზია დაიწვა. ხანძარმა თემურ თელაურიძის ოჯახის კუთვნილი აგრომაღაზია, ღვინის მარანი და იქ არსებული ტექნიკა, სრულად გაანადგურა.

აგრომაღაზიის მფლობელის განმარტებით, ხანძრით მიყენებული ზარალი 200 ათას ლარზე მეტია. ადგილზე სამაშველო ჯგუფი იყო მისული, რომელმაც ცეცხლის ლიკვიდაცია უკვე განახორციელა.

| Print |
FaceBook Twitter Google