კახეთში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ღამით მოსულმა ძლიერმა სეტყვამ სამი, თელავის, საგარეჯოსა და ყვარლის მუნიციპალიტის რამდენიმე სოფელი დააზრალა.
სტიქიამ თითქმის ასი პროცენტით გაანადგურა დასაკრეფი ვენახები, ერთი და მრავალწლიანი ნარგავები. ადგილობრივების ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავებიც.

ზარალის დამდგენი კომისიადაზარალებულ სოფლებში მუშაობს. რაც შეეხება ვენახებისათვის მიყენებულ ზარალს, ამ საკითხზე, მთავრობამ უნდა იმსჯელოს.

| Print |
FaceBook Twitter Google